ანრი ოხანაშვილი: უნდა დავასრულოთ უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში
ანრი ოხანაშვილი: უნდა დავასრულოთ  უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში
12:13 19.06.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი თბილისის მერის ინიციატივას მხარს უჭერს.

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დედაქალაქის მერის ახალ ინიციატივას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში.

უკანონო მშენებლობების საკითხის დარეგულირებით დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რათა მათ იცხოვრონ ჯანსაღ და დაცულ გარემოში.

ჩვენთვის ყველასთვის ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ინვესტიციები განხორციელდეს, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს დედაქალაქის საზიანოდ",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბეჭდვა