logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
09:59 18.06.2019
კონკურსის ფარგლებში სულ 40-მდე აპლიკაცია შემოვიდა და ჟიურიმ, მათ შორის, ექვსი საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ.

Social Impact Award ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ერთობლივად მიმდინარეობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად.

Social Impact Award უკვე მესამე წელია საქართველოში, Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკისა და UNDP-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

2019 წლის ფინალისტი პროექტებია:
• TapText (TT-თითი) – პროდუქტის მეშვეობით უსინათლოები სრულიად დამოუკიდებლად შეძლებენ SMS, Email და ნებისმიერი სხვა სახის ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას და წაკითხვას.

• Plantcher - მოწყობილობა შეისწავლის ნიადაგის ძირითადად მონაცემებს (ტენიანობა, შემადგენლობა და ა.შ) და აკეთებს დასკვნას თუ რამდენად თავსებადია ესა თუ ის მცენარე მოცემულ ნიადაგთან.

• გემრიელი საწრუპი - ერთჯერადი, გარემოსთან მეგობრული საწრუპების ბრენდი, რიმელიც გამოყენების შემდეგ იჭმევა და არის პლასტმასის საწრუპების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა.

• Basement.ge - ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ქართულ-ინგლისური ონლაინ არქივი, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოღვაწე 300 შემსრულებელს 80-იანი წლებიდან დღემდე.

• VERBE - სოციალური საწარმო, რომელიც ტექსტილის ნარჩენებისგან ამზადებს დიზაინერულ ტანსაცმელს.

• კამელოტი - საზოგადოებრივი პლათფორმა მოხალისეებისთვის.

Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. სამი წლის განმავლობაში ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც საერთო ჯამში 500-მდე სტუდენტი დაესწრო.

“Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს პროგრამის ფარგლებში 6 ფინალისტი გუნდი შეირჩა, ექვსივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს”, - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა