logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს, განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე
მიხეილ ბატიაშვილი: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს, განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე
12:45 17.06.2019
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების რეფორმის ფარგლებში პარტნიორობას უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან იწყებს. განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-სა (IOHK) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა და IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.

„ბლოკჩეინის ტექნოლოგია დღეს მოწინავე ტექნოლოგიაა, რომლის დანერგვა სხვადასხვა სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. დღეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში მსოფლიოში ლიდერ კომპანიასთან „კარდან ჯგუფთან“ ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს განათლების სიტემაში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვას. პროექტი იქნება უნიკალური იმ კუთხით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი კომპანია ხდება განათლების სისტემის რეფორმის მხარდამჭერი კონკრეტული ტექნოლოგიებით.

მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ივლისიდან კი ამერიკელ ექსპერტებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყება დანერგვაზე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მთელ რიგ პროექტებზე ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო სერვისები სფეროში. მძლავრი საუნივერსიტეტო სექტორისა და საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ ყველა წინაპირობას ქმნის იქცეს ქვეყანა საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრად. გვიხარია, რომ ამ პროცესის, “მოგზაურობის” ნაწილი ჩვენც ვართ. დარმუწნებული ვარ ერთად განვავითარებთ საქართველოში ბლოკჩეინის ეკო-სისტემას, რაც დაეხმარება ხალხს მათ წინაშე არსებული გამოწვევებვის დაძლევაში.“ - განაცხადა IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებისთვის IOHK-ის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა როგორც თანამშრომლობის სფეროები, ასევე, პრინციპები და პირობები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა