პატრიარქი: ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღვთისმშობელი დაიცავს და გადაარჩენს საქართველოს
პატრიარქი: ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღვთისმშობელი დაიცავს და გადაარჩენს საქართველოს
16:18 16.06.2019
"ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახლაგაზრდობა, დიდი საფრთხეების წინაშე დგას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს", - ამის შესახებ დღეს ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.

"საქართველო, ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს.

დალოცვილი იყავით და ინებოს უფალმა, რომ მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ეხლა ჩვენ დავლოცავთ რამდენიმე ოჯახს და სხვა დაწესებულებებს.

დღეს ილოცებიან შანყულაშვილები, ბუღაძეები, ნუკრაძეები, ცილიკურები, ოსიტაშვილები, არევაძეები, ხარებაშვილები, ჯურხაძეები, კვანჭიანები, ვეფხვაძეები.

ასევე დღეს ილოცებიან რუსთავის 1 და გორის 5 სკოლის ჩოხოსნები.

ილოცება რაგბის გუნდი რაშები, ხელმძღვანელი ერეკლე კამლაძე.

დღეს ასევე ილოცებიან აბიტურიენტები.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ", - ბრძანა პატრიარქმა.


ბეჭდვა