ილია II: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს
ილია II: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს
16:14 16.06.2019
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სულთმოფენობას. სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.

დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით. აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ ჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს სჭირდებოდა და სჭირდება მადლი ღვთისა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე. აი ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევს ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ", - ბრძანა პატრიარქმა.


ბეჭდვა