logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
10:36 16.06.2019
„მსოფლიოს ბანკის მიერ გადმოცემული ტექნიკა, „საქართველოს მელიორაციის“ საქმიანობის ეფექტიანი წარმართვისთვის მეტად მნიშვნელოვანია,“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა ღონისძიებაზე, სადაც მსოფლიო ბანკმა „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ფარგლებში შპს „საქართველოს მელიორაციას“ 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

„მელიორაციის კომპანიამ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სრულად განაახლა ავტოპარკი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საირიგაციო არხების აღდგენისა თუ ირიგაციის გამართული სამუშაოებისთვის კომპანიის რებრედინგი საქმიანობის წარმართვას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ეკიპირების „საქართველოს მელიორაციისთვის“ გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, შპს “საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია, მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი ლალი დურმიშიძე და კომპანიის თანამშრომლები დაესწრნენ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2015 წლიდან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, როგორც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფის მიზნით, 45 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

დღეისათვის დასრულებულია ქვემო სამგორის, ზედა რუსა და ტბისი კუმისის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები; ამჟამად აღნიშნული სისტემების შიდა სამეურნეო ქსელებზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამა” შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინსტიტუციონალურ განვითარებას უწყობს ხელს, რაც ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას, ეროვნული მოდერნიზაციის გეგმის შემუშავებას, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის