logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კახა ბექაური: თუ მედია დაიცავს მაღალ სტანდარტს, პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენას ვეღარ გამოიყენებენ
კახა ბექაური: თუ მედია დაიცავს მაღალ სტანდარტს, პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენას ვეღარ გამოიყენებენ
02:57 16.06.2019
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ თუ მედიას არ ექნება მაღალი პასუხისმგებლობა და არ დაიცავს საზოგადოების ინტერესებს, პოლიტიკური სპექტრი არასოდეს იქნება მზად უარი თქვას სიძულვილის ენაზე. „თუ ყველა მედიასაშუალება მაღალი პასუხისმგებლობით განიმსჭვალება, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსებს სხვა გზა არ ექნებათ და მოუწევთ უარი თქვან სიძულვილის ენაზე, მოუწევთ გადავიდნენ მაქსიმალურად სიტყვის თავისუფლების ფარგლებში დებატებზე და ასეთი ფორმით აზრის გამოხატვაზე. თუ მედია დაიცავს მაღალ სტანდარტს და მოწოდების სიმაღლეზე იქნება, პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენას ვეღარ გამოიყენებს“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

კითხვაზე როგორ უნდა დაიცვას მედიამ ეს სტანდარტი პირდაპირი ეთერის დროს, კახა ბექაური აცხადებს, რომ მედიას ყოველთვის შეუძლია სიძულვილის ენაზე უარის თქმა მათ შორის პირდაპირ ეთერში, ვინაიდან მას შეუძლია გააჩეროს რესპონდენტი ასეთ დროს და მიუთითოს შეცდომაზე.

„ჩემზე კარგად იცით ჟურნალისტებმა, რომ გაქვთ საშუალება, როდესაც თქვენი რესპონდენტი სიძულვილის ენას იყენებს, გააჩეროთ პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა ხანდახან ისინი არ გემორჩილებიან, მაგრამ თქვენ გაქვთ ბერკეტები, კერძოდ, თუ რესპონდენტი ბევრჯერ იყენებს სიძულვილის ენას აღარ მოიწვევთ ეთერში. მოგეხსენებათ სიძულვილის ენის რთული ფორმები გარკვეული თვალსაზრისით, სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება, შესაბამისად, თუ დანაშაული ხდება და თქვენ ფაქტს აშუქებთ, კონტექსტიდან გამომდინარე ფაქტის გაშუქებისთვის თქვენ თუ გჭირდებათ რომ ეს ასახოთ და სიძულვილის ენა მოხდეს ეთერში, თუ თქვენ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ ფაქტი კარგად მოყვეთ, რა თქმა უნდა ეს განხილული არ იქნება როგორც დარღვევა, კანონიც ამას განმარტავს ასე და მთელს ევროპაში ასე განიმარტება, ამიტომ დაზღვევა, რომელიც თქვენ წამოჭერით თავისუფლად არის შესაძლებელი, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენის გამიზნულ და მიზანმიმართულ ტირაჟირებაზე, როდესაც ირღვევა ადამიანის უფლებები“,- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.

კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების კომისია კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, ორი წელი ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისა და უწყების მიმართ და ახლაც ღიაა დისკუსიისთვის.

„ვიდრე ამ ცვლილებებს ავსახავდით, ჩვენ ორი წლის განმავლობაში, ევროპელ ექსპერტებთან, ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან მრავალჯერადი დისკუსიები გვქონდა და ჩვენ კიდევ მზად ვართ, რომ თუ კითხვები დარჩა, ყველა ამ თემაზე ღიად, საჯაროდ მივიღოთ მონაწილეობა“,- აცხადებს კახა ბექაური.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა