logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კახა ბექაური: ტყუილია, რომ ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან
კახა ბექაური: ტყუილია, რომ ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან
02:48 16.06.2019
„ასოცირების ხელშეკრულება რეკომენდაციას კი არ გვაძლევს, გვავალდებულებს დირექტიული ვალდებულებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირის უფლებები შეილახა, მიეცეს მას შესაძლებლობა, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება, გაასაჩივროს კომისიაში, ან სასამართლოში“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

კახა ბექაურმა, კანონში არსებული ხარვეზი დეტალურად ახსნა და განმარტა, რატომ არის საჭირო სიძულვილის ენისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხების გასაჩივრების შესაძლებლობა აუცილებელი.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ თქვენი, ან ნებისმიერი სხვა ეთერით, პიროვნების მიმართ გამოყენებულია სიძულვილის ენა და ირღვევა მისი უფლებები, თუ მის მიმართ გაისმა დამამცირებელი, ან შეურაცხმყოფელი სიტყვები, მას შეუძლია მხოლოდ იმ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში იჩივლოს, სადაც მისი მისამართით ეს ყველაფერი გაჟღერდა. თვითრეგულირების ორგანოს განაჩენის გასაჩივრება პირს არსად აღარ შეუძლია, დღევანდელი კანონით პირი ჩივის დამრღვევთან და თუ დამრღვევმა არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, ის ვერსად ვეღარ იჩივლებს“,- აცხადებს კახა ბექაური.

მისივე განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ბევრი ტყუილი და დამახინჯებული ინფორმაცია მოისმინა. რეალურად კი ეს ცვლილება არა შეზღუდვისკენ, არამედ ზუსტად თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„მიკვირს რამდენად ყალბია ეს პროცესი და რამდენი არაზუსტი ინფორმაცია გადის მედიაში ამ თემაზე. ის ცვლილებები, რომელიც არის შეტანილი პარლამენტში და ასახულია პროექტში ჩვენს მიერ, სწორედ თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, სიძულვილის ენის და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენის საკითხი, რჩება თვითრეგულირების ორგანოში, სწორედ იმისთვის, რომ გაძლიერდეს თვითრეგულირება და შეძლოს გადაწყვეტილების მიღება. კომისიაში, ან სასამართლოში მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გასაჩივრდეს ეს საკითხი, რაც თვითრეგულირების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება დაინტერესებული პირი.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქმედითი მექანიზმი საჭიროა, რომ მედიამ და ჟურნალისტებმა არ უნდა შეუწონ ხელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას. რაც არ უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ან განსხვავებული მსოფლმხედველობა, განსხვავებული ორიენტაცია, ან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წევრი იყოს პირი, მის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, შესაბამისად, როდესაც მედია საშუალება ან ჟურნალისტი აძლევს საშუალებას პირს, რომ ასეთი რამის ტირაჟირება გააკეთოს, დამეთანხმებით ალბათ, რომ უნდა არსებობდეს ქმედითი მექანიზმი, გარდა იმისა, რომ მივიდეთ დამრღვევთან და დამრღვევის განაჩენი იყოს საბოლოო. ამის გარდა, უნდა არსებობდეს შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება, სად უნდა გასაჩივრდეს ხომ ვერ მეტყვით, თვითრეგულირების ორგანოს გარდა?! ეს არ არის ჩემი მიდგომა, ევროპამ ეს სტანდარტი დიდი ხანია დაადგინა, როდესაც წითელი ხაზები იკვეთება ან სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება, ან - მარეგულირებელში. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა