logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: განათლების მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება
მიხეილ ბატიაშვილი: განათლების მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება
19:28 14.06.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს 2018-2019 სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, წარმატება უსურვა და განათლების რეფორმის დეტალები გააცნო.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ გამორჩეულ მხარეს 72 მედალოსანი ჰყავს. ეს არის უნიკალური შედეგი, რომელსაც თქვენი შრომით მიაღწიეთ. ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და სკოლის წარმომადგენელს გილოცავთ სწავლის დასრულებას და წარმატებას გისურვებთ მომავალი ცხოვრების გზაზე.

რეფორმები, რომელიც დღეს განათლების სისტემაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესია. იცით, რომ განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასი გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება.

თქვენ იცით, რომ მთავრობა განსაკუთრებულად ზრუნავს საპენსიო ასაკის პედაგოგებზე. იმისთვის რომ თითოეული თქვენგანი იყოს დაფასებული სახელმწიფომ სპეციალური ჯილდო დააწესა - სურვილის შემთხვევაში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები მიიღებთ ორი წლის ჯამურ ხელფასსა და ჯანმრთელობის დაზღვევას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პედაგოგს, რომელსაც უდიდესი შრომა აქვს ჩადებული ბავშვების აღზრდაში. ვესაუბრე პედაგოგს, რომელიც 63 წელი ასწავლიდა მათემატიკას და არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. ჩვენ ასეთი არაერთი გვყავს და მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული ამაგისთვის.

რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის კუთხით განსახორცელებელი ნაბიჯებიც. ამ მიზნით, მხოლოდ წელს, ბიუჯეტი 300 მილიონით გაიზარდა. ზრდა ყოველწლიურად განხორციელდება და თანხები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ხელფასების გაზრდასა და სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას მოხმარდება.

პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული, ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მაღალანაზღაურებადი. ამიტომ, ჩვენი მიზანია 2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა 1500-1800 ლარს მიაღწიოს, რადგან ჩვენი შვილების აღზრდა თქვენს ხელშია და ეს უმთავრესია.

რეფორმების კუთხით წელს საკმაოდ აქტიური ზაფხული გვექნება. სულ მალე ბევრ სიახლეს გპირდებით და ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - განათლების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყნა გახდეს“ - მიმართა მინისტრმა პედაგოგებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა