logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ეუთო-ს ორგანიზებით გამართული ეროვნული სემინარის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ეუთო-ს ორგანიზებით გამართული ეროვნული სემინარის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
18:02 14.06.2019
თბილისში ეუთო-სა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ორ-დღიანი ეროვნული სემინარი დაიწყო, რომელიც ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის (VERLT) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საზოგადოების ყოველმხრივი ჩართულობის მიდგომას ეძღვნება. ეს ეუთო-ს მიერ ქვეყანაში მსგავსი სემინარის ორგანიზების პირველი შემთხვევაა.

სემინარს 70-ზე მეტი მონაწილე ესწრება, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები კანადიდან, ფინეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან, ასევე ეუთო-ს სამდივნოს გენდერის საკითხების დანაყოფიდან და ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის ტერორიზმის წინააღმდეგ ქმედებათა დანაყოფიდან.

მონაწილეები ორ-დღიან დისკუსიაში ჩაერთვებიან, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ასევე ტერორიზმის გამომწვევ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან (VERLT) დაკავშირებულ გამოწვებთან ეფექტურად გამკლავების მიმართულებით საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის ნდობის განმტკიცების მნიშვნელობას მოიცავს .

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნანა ბერიძემ საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.

„აღნიშნული საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და მრავალმხრივ ჩართულობას, რაც მოიცავს სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიური და კულტურული ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას, ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის სხვადასხვა გამოვლინებასთან ბრძოლის მიზნით. საქართველოს მთავრობის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახლად დამტკიცებული ეროვნული სტრატეგია ეფუძნება საზოგადოების ყოველმხრივ ჩართულობას და მკაფიოდ განსაზღვრავს ტერორისტული ორგანიზაციების, ექსტრემისტული ჯგუფებისა და მათი ცალკეული მხარდამჭერებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებისთვის, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებების გზებს“.“ - განაცხადა ნანა ბერიძემ.

ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და კარგ პრაქტიკას ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის (VERLT) პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც მოიცავს საპოლიციო სამსახურებსა და ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გენდერის, ახალგაზრდობისა და რელიგიის საკითხებს, რათა გამოიკვეთოს ის გზები, რომელთა საშუალებითაც საქართველო მთელს იდეოლოგიურ სპექტრთან მიმართებით უზრუნველყოფს მრავალმხრივ ჩართულობას ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიმართულებით.

სემინარი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთო-ს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარატმენტს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შედეგია. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახლად შემუშავებული სტრატეგიის კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატა ინტერესი ეუთო-ს მიერ მხარდაჭერილი სემინარის მიმართ, რაც დაეხმარება ქვეყნის მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოების პრაქტიკოსებს ეფექტურად გაუმკლავდნენ ტერორიზმის გამომწვევ ძალადობრივ ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა