logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
თბილისში ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
თბილისში ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
10:56 14.06.2019
თბილისში გამართულ ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსზე International Wine Competition ოქროს მედალი 26-მა ღვინომ დაიმსახურა. ამასთან ერთად, ვერცხლის მედლით 52 და ბრინჯაოს მედლით 133 ღვინო დაჯილდოვდა. კონკურსზე წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 81 კომპანიის წარმოებული 300-ზე მეტი ღვინის ნიმუში.

კონკურსი International Wine Competition ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში ჩატარდა.

გამარჯვებულ კომპანიებს ჯილდოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და კონკურსის ჟიურის წევრებმა გადასცეს.

ჟიურის წევრებმა ოქროს მედალოსან ღვინოებს შორის 5 გამორჩეული ღვინოც დაასახელეს. კონკურსზე საკუთარი რჩეული ღვინოები რესტორატორებმაც გამოავლინეს. ჟიურის უცხოელმა წევრებმა დადeბითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელს კონკურსში ახალგაზრდა მეღვინეები ფართოდ იყვნენ წარმოდგენილები, ასევე მიესალმნენ მეღვინე ქალბატონების გააქტიურებას ღვინის ინდუსტრიაში.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ენოლოგები და საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები შედიოდნენ. წელს კონკურსის ჟიურის წარმოადგენდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Tim Atkin, დიდი ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი - კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi, იაპონია), ღვინის მაგისტრი - ალისტერ კუპერი (Alistair Cooper, დიდი ბრიტანეთი), ღვინის ექსპერტი - მარჩელო რეტამალი (Marcelo Retamal, ჩილე), ოსტატი სომელიე - მეთიუ რობერტ ვილკინი (Matthew Robert Wilkin, დიდი ბრიტანეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (საქართველო), ღვინის ექსპერტი - გიორგი დაქიშვილი (საქართველო) და ღვინის ექსპერტი - ნიკა აღდგომელაშვილი (საქართველო).

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 13-15 ივნისს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები, ნერგები, ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს.

WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის