ნინო წილოსანმა ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელსაც „ქართუ ფონდი“ ახორციელებს
ნინო წილოსანმა ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელსაც „ქართუ ფონდი“ ახორციელებს
19:46 13.06.2019
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა, „ქართუ ფონდის“ პრეზიდენტთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკა ანთიძესთან ერთად, ერისთავების სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ქართუ ფონდი“ ახორციელებს.

„ერისთავების სასახლე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, ამიტომ მის რეაბილიტაციას მთელი რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გარდა იმისა, რომ სამუშაოები ჩატარდება ერისთავების სასახლეში, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დენდროლოგიური პარკის განახლებაც იგეგმება. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით მეოთხე პარკი, რომელიც ტურისტული და კულტურული თვალსაზრისით რეგიონის ერთ-ერთ მარგალიტად მიიჩნევა.

ამასთან, ნინო წილოსანმა, „ქართუ ფონდის“ პრეზიდენტმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ერკეთის მონასტერიც მოინახულა, რომლის რეაბილიტაციას ასევე „ქართუ ფონდი“ ახორციელებს.

ძალიან მალე, გურიის კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ძეგლები სრულად განახლდება და მიიზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტს.

ბეჭდვა