logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჟურნალისტებს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა გააცნო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჟურნალისტებს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა გააცნო
14:15 13.06.2019
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა შეაჯამა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, წინა წლებში დაგროვილი გამოცდილებისა და გატარებული ღონისძიებების შედეგად წელს მავნებლის რიცხოვნობა შემცირებულია.

„ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი თერმული ნისლით შეწამვლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას 24 საათით ადრე სატელეფონო გზავნილის მეშვეობით აფრთხილებს. დეტალური ინფორმაცია შეწამვლით სამუშაოებსა და მონიტორინგზე განთავსებულიa ვებგვერდზე parosana.ge.

მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, რომლებიც ღონისძიებების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად ითვალისწინებს მეფუტკრეების ინტერესებს და ფუტკრის დაცვის მიზნით, შეწამვლითი ღონისძიებები მეფუტკრეებთან შეთანხმებით, კოორდინირებულად იგეგმება. იმისათვის, რომ ფუტკარი მაქსიმალურად იყოს დაცული, თერმული ნისლით წამლობა ტარდება საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია. მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალისტების ჩართულობით მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრებს ყოველდღიურად მართავს“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში მარტიდან მიმდინარეობს.

მუდმივი მონიტორინგის შედეგად, საკოორდინაციო ცენტრის მიერ განისაზღვრა პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები, სადაც მავნებლის მაღალი რიცხოვნობა აღინიშნა. ერთი კვირის წინ დაიწყო და მიმდინარეობს საკარმიდამო ფართობების თერმული ნისლით დამუშავება. ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 2010 ჰა ფართობი.

დღეის მონაცემებით, აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში განთავსებულია 3074 მონიტორინგის ფერომონი, დამონტაჟებულია 50 ათასზე მეტი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რის შედეგადაც წერტილოვანი შეწამვლა 10 522 ჰა ფართობზე განხორციელდა. აღნიშნული სადგურები დამონტაჟებულია და გამოიყენება ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონებში, რომელთა მეშვეობითაც ტყიდან გამოსული მავნებელი ნადგურდება. მავნებლის კონტროლის ღონისძიებები (შეწამვლა) მიმდინარეობს საყანე მასივებშიც.

მიმდინარე წელს სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა - მავნებელთან ბრძოლის მიზნით მობილიზებულია 250 სპეციალიზებული ტექნიკა.

იმისათვის, რომ მავნებელი მოექცეს კონტროლის ქვეშ და თავიდან ავიცილოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და სახელმწიფოსთან ერთად, მოსახლეობისა და ფერმერების აქტიური ჩართულობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა