logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა
აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა
14:13 10.06.2019
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამერიკული ფარმაცევტული კომპანია - „ფაიზერის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელს, ჰოდიკ მიქაელს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ფაიზერის“ კომპანიას თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამა გააჩნია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. ეს შეეხება თამბაქოსგან თავის დანებების მედიკამენტოზურ საშუალებებს და შესაბამის საკონსულტაციო მომსახურეობებს. ფარმაცევტული კომპანიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო ურთიერთობებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდნენ ამ მავნე ჩვევისგან. საქართველოს მოსახლეობის 1/3 თამბაქოს მომხმარებელია, რაც თავის მხრივ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული - ეს არის ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებები, რომელიც 15 წლით ნაადრევ სიკვდილს იწვევს და თამბაქოს მოხმარება ასევე მნიშვნელოვნად აისახება მომხმარებელთა ფინანსურ ნაწილზე. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს თამბაქოს მოხმარებისგან თავის დანებების მედიკამენტები და შესაბამის პროგრამაში მონაწილეობა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა