მდინარე დიღმურას მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
მდინარე დიღმურას მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
17:42 07.06.2019
დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მეორე კვარტალში, მდინარე დიღმურას მიმდებარედ მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული ტროტუარი და ბორდიურები.

სამანქანო გზაზე დაზიანებული ფრაგმენტები შეკეთდება.

ასფალტის საფარი, ასევე, მოწესრიგდა დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-12 და მე-13 კორპუსებთან.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს.
ბეჭდვა