logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო
ირაკლი კობახიძე თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო
09:49 07.06.2019
„ახალგაზრდებს უნდა მივცეთ თვითრეალიზების უკეთესი შესაძლებლობები და ეს არის პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. ამ ყველაფერში არის დიდი პოტენციალი და საჭიროა მუშაობა, რომ კონკრეტული შედეგები გვქონდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არის სირთულეებიც, თუმცა, ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბევრი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განათლების სფეროს მიმართულებით, ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა აქვს, რომელიც ახალგაზრდებისთვის საკუთარი მიზნების რეალიზებისთვის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ითვალისწინებს.

„ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა განათლების მიმართულებით. განათლება, პირველ რიგში, იძლევა იმ შედეგს, რომ ახალგაზრდებს აქვთ თვითრეალიზების შესაძლებლობა. არსებობს საგანგებო გეგმა, რომლის მიხედვით, განათლების ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-მდე უნდა ავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლისთვის ორი მილიარდით მეტი დაიხარჯება განათლებაზე და დაიხარჯება იმაზე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საკუთარი მიზნების რეალიზების უკეთესი შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის მასშტაბით დასაგეგმი და განსახორციელებელია ბევრი კონკრეტული პროექტი.

„ჩვენ უკვე მიჩვეულნი ვართ, რომ ამ ყველაფერში მოწინავე ყოველთვის არის თბილისის მერი და თბილისის მერია. მადლობა უნდა გადავუხადოთ ახალი ინიციატივებისთვის დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და თბილისის მერიას“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები საზოგადოებას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ საზოგადოებას წარუდგინეს.

ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნა, მათი თვითრეალიზაციის ხელშეწყობა, ქალაქის განვითარებაში ჩართულობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანამონაწილეობის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების გართობისა და დასვენებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა