აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის
ამაღლებას ზეიმობს.სახარების მიხედვით, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში, ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. 40 დღის შემდეგ ელეონის მთაზე მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და ზეცად ამაღლდა.
დღეს ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. სამების ტაძარში ლიტურგიას 12-საათზე საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიო აღავლენს.