23 ივნისს სიღნაღი-ანაგას მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
23 ივნისს სიღნაღი-ანაგას მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
17:57 04.06.2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის კმ16-კმ21 (ქ.სიღნაღი - სოფ.ანაგა) მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“ ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2019 წლის 23 ივნისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის და შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ბეჭდვა