logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ორბელიანის მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნა
ორბელიანის მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნა
22:40 03.06.2019
ორბელიანის ახლადრეაბილიტირებული მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

გალაკონცერტზე 20 ნომერი შესრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „ცისფერი ტრიო“, სოფო ბათილაშვილი და სტეფანე.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ, რაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პროექტები, რომელთაც ვახორციელებთ, ფუნდამენტურად უნდა შესრულდეს - წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემებით. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა 20 შენობა, მათგან ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლია. ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რეაბილიტირდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ძეგლის სტატუსის მქონე ორი რეკრეაციული ზონა - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერები და კეთილმოეწყო შვიდი ქუჩა.

ორბელიანის მოედნის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელები გადაეცემა შემდეგ კომპანიებს: სამშენებლო კომპანია „ანაგი“ - ირაკლი გოგოლიშვილი; სამშენებლო კომპანია „ინსი“ - ზვიად თოიძე; სამშენებლო კომპანია „იკორთა 2007“ - გია ხურცილავა; „იქს ვექტორი“ - ალექსი ხაჩიძე; „გრინსერვისი“ - კობა ხარშილაძე; ელექტროსამონტაჟო კომპანია „ქსელმშენი“ - ზურაბ ტაბიძე; შპს „თბილსერვის ჯგუფი“ - ლევან ჯღარკავა; ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ( ICOMOS) ეროვნულ კავშირი - ლია ბოკუჩავა; „არქსტუდია“ თემურ დიასამიძე; „გეოკონი“ - გიორგი ცომაია; ააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“.

სახელობითი მადლობის სიგელები კი გადაეცემა: ლევან გელაშვილს, ლევან იორაშვილს, გრიგორ სალუქვაძესა და იოსებ თარხნიშვილს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა