logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: გპირდებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ
მამუკა ბახტაძე: გპირდებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ
22:06 03.06.2019
მე გპირდებით, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებშიც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ ისე, რომ მან შეინარჩუნოს პირვანდელი იერსახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ის, რის გამოც თბილისი ყველას უყვარს.

“ყველაზე ემოციური გახლავთ ის, რომ ამდენ ბედნიერ და მომღიმარ ადამიანს ვხედავ. ეს არის ის, რაც საქართველოში დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. სიყვარული და ერთმანეთის გვერდში დგომა, ვინაიდან თუ არის ერთსულოვნება, არის წარმატებაც და დღევანდელი დღე ამის მაგალითია. მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც დავაანონსეთ ორბელიანის რეაბილიტაცია და ვთქვით, რომ ასე მოკლე ვადებში მერია, კახა და მისი გუნდი შეძლებდა ამ პროექტის დასრულებას, არსებობდნენ სკეპტიკოსები. ისინი ყოველთვის არსებობენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ როდესაც არის ერთსულოვნება, როდესაც არის მოტივაცია, ჩვენ შეგვიძლია ასეთ მოკლე დროში ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, კახა კალაძესა და მის გუნდს, მაღალი პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პროექტები, რომელსაც წელს თბილისის მერია ახორციელებს, ასეთივე წარმატებით დასრულდება.

ორბელიანის ქუჩის გახსნის ღონისძიებაზე მოქალაქეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა მიმართა. კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის