logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დასრულდა-თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული უბანი შეემატა
ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დასრულდა-თბილისს კიდევ ერთი რეაბილიტირებული უბანი შეემატა
21:42 03.06.2019
პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

„დღეს ჩემთვის, ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები რეაბილიტირებული იქნებოდა. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შენი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის, შვილების, მომავალი თაობების მიმართ მსახურებაა. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს თანამშრომლებს და ასევე, ჩემს შვილებს, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, რასაც არ აუნდა აკეთებდნენ, მათი ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ სხვას ანიჭებდეს სიხარულსა და ბედნიერებას. ჩვენ ამ პრინციპით ვაგრძელებთ მუშაობას. უბედნიერესი ადამიანი ვარ ჩემს თანაგუნდელებთან - იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა ორბელიანის მოედანი მისი მიმდებარე ქუჩები ასეთი ლამაზი და კეთილმოწყობილი ყოფილიყო. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ მთელი ქალაქი ასეთი იყოს - გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული, ძალიან ბევრი მწვანე სივრცით. დარწმუნებული ვარ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მამუკა ბახტაძე პირადად იყო ჩართული ჩვენი საარჩევნო პროგრამის შედგენაში და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტია. ამით ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და რომ არა ის მხარდაჭერა, რაც პრემიერ-მინისტრის, ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, პრემიერ-მინისტრს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა საკანონმდებლო ორგანოსა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებსაც გადაუხადა.

„ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, უამრავი გამოწვევაა ქალაქში და ამას ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, გარკვეული რეგულაციების ცვლილება სჭირდება, რაც დაწყებული გვაქვს. ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს თბილისის საკრებულოს მხრიდან. შეუძლებელია, ვიფიქროთ წარმატებასა და წინსვლაზე, თუ რეფორმები არ განვახორციელეთ. მინდა, საკრებულოს თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც ისინი თბილისისა და თბილისელებისთვის ჩვენთან ერთად აკეთებენ.

ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და წარმატებით დასრულება ასევე, შეუძლებელია საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ, გავამკაცრეთ კანონები, სამშენებლო რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარდაუვალი იყო და ამის გარეშე შეუძლებელია, მომავალზე გვეფიქრა. ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქართველოს პარლამენტიდან. მინდა, თითოეულ ჩვენს პარლამენტარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე (ფხოვის, ფურცელაძის, ათონელის, აბჟანდაძის, ხაზინის, თაბუკაშვილის და ხიდის ქუჩებზე) სრულად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები: მოეწყო სადრენაჟო სისტემა, განახლდა წყალარინების და სანიაღვრე ქსელები, ასევე წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებისა და სუსტი დენის სისტემები. ჯამში, აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 10.5 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან ათი შენობა ხელახლა აშენდა. შენობების გარდა, სრულად განახლდა შიდა ეზოები. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრაცია ჩაუტარდა გადარჩენილ ნაწილებს, განახლდა რკინისა და ხის ნაკეთობები. გარდა ამისა, შენობებზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება. რეაბილიტაციის ამ ნაწილის ღირებულება 45 მლნ ლარია.

შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია. სადგომი თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, აღჭურვილია უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეო-მეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტოსადგომის მშენებლობის ღირებულება 9 მლნ ლარია.

რეაბილიტაციის პროცესში, ე.წ. ყვავილების ბაზრობისთვის დაგეგმილია სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონების მოწყობა. რეაბილიტაციის პროცესში კერძო ინვესტიციით, უშუალოდ სარეაბილიტაციო ქუჩებზე დაიწყო ოთხი სასტუმროსა და ორი სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.

დასკვნით ეტაპზე, განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ძეგლის სტატუსის მქონე ორი რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი განახლდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც შვიდი სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის, ორი ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას გულისხმობს. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის