logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
21:22 02.06.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტს, რომლის ფარგლებში შენობების გარე ფასადების, ღობეების მოწყობა, სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, 2 004 780 ლარით მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.



ამასთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით დაწყებულია ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გარე ფასადების, იატაკის, სარკმელების აღდგენა, ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვა.



ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთებიც აღმოჩნდა.



პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ხაზი გაუსვა მათი ჩართულობის მნიშვნელობას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რეგიონის წინაშე დგას. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ძლიერი რეგიონები ძლიერ საქართველოს ნიშნავს, შესაბამისად, მთავრობის პრიორიტეტია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონებში, როგორც ეკონომიკური, ისე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და მოსახლეობას მშობლიურ მხარეში დასაქმებისა და მეწარმეობის შესაძლებლობას მისცემს.



როგორც მთავრობის მეთაურმა რაჭაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა, ყველა პროექტი, რომლის განხორციელებაც გასულ წელს დაანონსდა, წინსწრებით მიმდინარეობს.



“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპები შევინარჩუნოთ. შენდება სტრატეგიული მნიშვნელობის გზა იმერეთიდან რაჭის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მანძილს თბილისიდან რაჭისკენ, რაც საშუალებას მოგვცემს, ავითვისოთ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალი. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი რთველი, რომელიც ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი ისტორიაში. ძალიან კარგია, რომ ვენახების გაშენება აქტიურად მიმდინარეობს. ამბროლაურში ვერ ნახავთ მიწის ნაკვეთს, სადაც არ არის ვენახი გაშენებული. მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს გაზიფიკაციის თვალსაზრისით. მიმდინარეობს ინტერნეტიზაცია ამბროლაურში და შემდგომ ამას ონიც დაემატება. ძალიან კარგია, რომ დავიწყეთ ამ ულამაზეს კუთხეში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია. ნიკორწმინდაა ერთ-ერთი პირველი ძეგლი, სადაც ეს რესტავრაცია მოხდება. მოწვეული გვყავს იტალიელი სპეციალისტები, რათა ეს შესრულდეს უმაღლესი სტანდარტების დაცვით. ვიყავით ასევე ძალიან საინტერესო სოფელ გოგოლათში, სადაც შენარჩუნებულია ქართული უნიკალური ორნამენტები და არქიტექტურა. ეს არის უნიკალური ხის სახლები, რომელსაც რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს ვაძლევთ ეროვნული კატეგორიის სტატუსს აქ ჩვენ დავიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დარწმუნებული ვარ, ეს გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია მომავალში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის