logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერი ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
17:06 01.06.2019
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სხვადასხვა საბავშვო აქტივობა გაიმართა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

„დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და დედაქალაქის მასშტაბით უამრავი სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება. ახლა ვაკის პარკში ვიმყოფებით, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. მიხარია, რომ დღეს აქ ძალიან ბევრი ბედნიერი ბავშვი და გახარებული მშობელია, რომლებსაც საზეიმო განწყობა აქვთ, ბავშვები ერთობიან. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პატარებმა და მათმა მშობლებმა ეს სიხარული და ბედნიერი განწყობა შეინარჩუნონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდნენ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.

მრავალფეროვანი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გარდა სხვადასხვა კონცერტისა, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება გასართობი სადგურები, პატარებისთვის გაიმართება წარმოდგენები, მათ შორის დრამერების მსვლელობა, საპნის ბუშტების შოუ, ილუზიონისტის შოუ, ტიტანის რობოტების შოუ, თოჯინების თეატრის სპექტაკლი. საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში, ასევე, განთავსებულია ქიმიური ლაბორატორია, კონტაქტური ზოოპარკი, ზალიკოს ცენტრის კუთხე, ლაბირინთები, სამაგიდო თამაშების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა გმირები და მხატვრები ზრუნავენ.

ამასთანავე, 1 ივნისთან დაკავშირებით, თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები იმართება. მათ შორის, პატარებისთვის საზეიმო განწყობის შექმნაზე ზრუნავენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ, სადაც სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი და სახელოვნებო სკოლების გამოფენა იმართება. თბილისის ზოოპარკში კი, მრავალფეროვანი ღონისძიების პარალელურად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის შინაური ცხოველების გაჩუქების აქციაც ტარდება. რაც შეეხება გამგეობებს, გასართობი ღონისძიებები იმართება: საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის სახელობის პარკში; გლდანის რაიონში, გლდანის პარკში; კრწანისის რაიონში, ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში; ისნის რაიონში, რიყის პარკში; ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის N61-ში; მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ბაღში; სამგორის რაიონში, „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის