logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის
მამუკა ბახტაძე: წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის
15:57 01.06.2019
წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ ფოკაში განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

მთავრობის მეთაურის თქმით, 300 წლის განმავლობაში ამ ადგილზე ქართული ლოცვა არ აღევლინებოდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით 30 წლის წინ აქ ქართული წირვა-ლოცვა აღდგა, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო.

“მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 1700 წლის წინ ამ წმინდა მიწაზე ფეხი დაადგა წმინდა ნინომ ვაზის ჯვრით და დაიწყო და გაგრძელდა მოქცევა ქართლისა. ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ ჩვენი მთავარი დღესასწაული - 26 მაისი, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წელს მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო და დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტი რელიგიისა. ეს არის ის ძლიერი ფესვები, რომელზეც დგას ქართული სახელმწიფო, რითაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ამაყობს. ისტორიული ქარტეხილების გამო, თითქმის 300 წლის განმავლობაში ამ წმინდა ადგილებში ლოცვა არ აღევლინებოდა. ჩვენი უწმინდესის ძალისხმევით და ინიციატივით, 30 წლის წინ დაიწყო ქართულად ლოცვის აღვლენა ამ ულამაზეს კუთხეში და ესეც არის ეპოქალური მნიშვნელობის პერიოდი. აქ მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები, რომელთა მიმართაც მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავაფიქსირო. თქვენ თქვენი ლოცვით, 24 საათიანი შრომით აძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს და ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ იგეგმება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ტურისტების რაოდენობას ათჯერ გაზრდის.

“მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს ღირსეულ შვილებს. ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვან ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ ახალი ეკონომიკური სიცოცხლე შემოვიტანოთ ამ ულამაზეს კუთხეში. ეს იქნება ახალი გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმ ათჯერ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ამ ულამაზეს კუთხეში. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა საგანძურის მფლობელია ეს ულამაზესი კუთხე” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა მღვდელმთავრებსა და ადგილობრივ მოსახლრობასთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღო საზეიმო მსვლელობაში, რომელიც ფარავნის ტბასთან დასრულდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის