logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სახალხო დამცველი: სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე ძალიან სუსტია
სახალხო დამცველი: სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე ძალიან სუსტია
11:47 01.06.2019
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ არასრულწლოვანს, უსურვებს მათ ბედნიერ და ღირსეულ სიცოცხლესა და განვითარებას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და შეახსენებს სახელმწიფოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების სრული გათვალისწინება მომავალი თაობის განვითარების აუცილებელი პირობაა და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ამასთან, სახალხო დამცველი კვლავ არასაკმარისად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და განსაკუთრებით გამოყოფს ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის საკითხს.

"სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე - ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე - ძალიან სუსტია. ჩვენ ძალადობად არ მივიჩნევთ ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობის მთელ სპექტრს, სანამ ძალადობა წითელ ხაზებს არ გადაკვეთს და თვალსაჩინოდ დამაზიანებელი არ გახდება. ხშირად, არც მაშინ ვაცნობიერებთ, რა დგას ერთი მძიმე ფაქტის უკან. მეტიც - გარდა იმისა, რომ გვყავს ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების უკიდურესად მცირე რაოდენობა, კვლევამ გვიჩვენა, რომ სწორედ ამ პროფესიის ადამიანების ნაწილი არ ფლობს სათანადო უნარებს, დროულად აღმოაჩინოს და გამოავლინოს ძალადობა. არადა, ძალადობის ფენომენი, პირველ რიგში, სწორედ თავის მცირე და ადრეულ გამოვლინებებში უნდა დაიძლიოს. ეს არის ძალადობის პრევენციის ძირითადი პრინციპი.

ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნელად და გასაძლიერებლად. კვლავ მაღალია სიღარიბის მიზეზით ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის მაჩვენებელი. არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული დახმარების შეთავაზებას. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სამსახურის შექმნა კვლავ მომავლის საქმეა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო მეტ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვის ინტერესების დაცვის გაძლიერებისთვის მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად" - განაცხადა სახალხო დამცველმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა