მაშველებმა ყაზბეგში სრიალის დროს დაშავებული გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს
მაშველებმა ყაზბეგში სრიალის დროს დაშავებული გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს
11:39 01.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.

ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ბეჭდვა