logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეხუთე თაობის ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეხუთე თაობის ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს
12:35 30.05.2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა ანგარიშში, 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, 2019 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,237 მლნ ლარი შეადგინა, 2017 წელს კი - ეს თანხა 1,220 მლნ ლარი იყო.

ყოველწლიურად იმატებს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, პენეტრაცია თითქმის 8 %-ით გაიზარდა და 73.6%-ს მიაღწია.

2018 წელს დაინერგა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა, ამასთან, კომისიამ ახალ გამოწვევაზე, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე დაიწყო აქტიური მუშაობა. გასული წელი წარმატებული იყო ფიქსირებული და საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხითაც, რაც ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღებისა და მომხმარებლების ინტერესების დასაცავად აუცილებელი პირობაა.

2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 8-ჯერ შეუმცირდათ. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის ურთიერთჩართვის მომსახურებაზე კი, ზედა ზღვრული ტარიფები დაწესდა, რომელიც მობილურ ქსელში - 3.5 თეთრიდან 0.75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან - 0.28 თეთრამდე შემცირდა.

მობილური ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით, 2019 წელს კომისიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებაა, რაც დარგის განვითარებისთვის აუცილებელია.

2019 წელს კომისიას კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, მეხუთე თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება აქვს დაგეგმილი. 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე მთელი მსოფლიო აქტიურად მუშაობს და კომისია, სწორედ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან ერთად გეგმავს 5G ტექნოლოგიის დანერგვას.

გასულ წელს საინტერესო ტენდენცია დაფიქსირდა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებშიც. 2018 წელს მაუწყებლებმა 83,845,826.48 ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2017 წელს - 84,087,810.68 ლარი იყო.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მუდმივად მზარდი არ არის და ერთ ნიშნულზე ფიქსირდება, თუმცა, აღსანიშნავია ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე არსებული სტაბილური მდგომარეობა. საყურადღებოა, რომ ბოლო კვლევებით ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება ევროპის 20 ქვეყანაში, გამომდინარე იქედან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ყოველდღიურად ვითარდება ციფრული მედია და სარეკლამო თანხები ტრადიციული მედიიდან სწორედ ახალ მედიაში მიდის.

2018 წელს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კომისიამ დანერგა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა. 2019 წლის 20 მარტიდან კი მომხმარებლებს შეუძლიათ, გაზომონ ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმონ რამდენად იცავს მისი პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და არის თუ არა მათი უფლებები დაცული.

აღნიშნული სისტემა ყველა აბონენტს აძლევს საშუალებას მისთვის სასურველ დროს შეამოწმოს იღებს თუ არა გადახდილი თანხის ადეკვატურ მომსახურებას, ხოლო ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია მომხმარებლების უფლებების დასაცავად, კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.

რაც შეეხება მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, ევროპული გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, დამტკიცდა მედიაწიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შეიქმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც მედია პროდუქტების მომხმარებლების მედიაწიგნიერების განვითარებაზე იზრუნებს.

ამავე მიზნის მისაღწევად, დაფუძნდა „მედიააკადემია“, რომლის ძირითადი ამოცანაც მედიის, ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მედია მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

გასულ წელს დაიგეგმა 2019 წელს განსახორციელებელი 5 მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს.

პირველი პროექტი, რომელიც უკვე დაიწყო, არის „გამარჯობა რუბი“ - 25 ენაზე ნათარგმნი წიგნი, რომელიც კომისიამ ქართულ ენაზე გამოსცა. კ

ომისიამ ფინური წიგნების სერიის ავტორი, ლინდა ლიუკასი საქართველოში ჩამოიყვანა, რომელმაც 60-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენერი გადაამზადა, იმისთვის, რომ მესამე-მეოთხე კლასების მოსწავლეებმა პროგრამირების სამყაროში იმოგზაურონ და კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლები, თამაშისა და მსოფლიოში უკვე აღიარებული მეთოდით შეისწავლონ.

განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, აღნიშნული წიგნით სექტემბრიდან საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისწავლიან.

„მედია სკოლა“, „მედიაკრიტიკა“ და „მედია ლაბი“ - „მედიააკადემია“ მედიაწიგნიერების განვითარებაზე სწორედ ამ სამი მიმართულებით იმუშავებს.

„მედია სკოლა“ მედიის სფეროს წარმომადგენლებს გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო კურსებს სთავაზობს, იმისთვის, რომ მათ თანამედროვე ეპოქაში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს. ამ მიმართულებით, მედიააკადემია უკვე აქტიურად მუშაობს.

„მედია კრიტიკა“ - ეს არის პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს პროფესიულ განვითარებაში, ხოლო მეორეს მხრივ, მომხმარებელს დაეხმარება გაარჩიოს ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო მედია პროდუქტი. მედიააკადემიისთვის 2019 წლის გამოწვევა სწორედ კვალიფიციური და ჯანსაღი მედია კრიტიკის პლატფორმის შექმნა და ამუშავებაა.

მომავალი წლის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა „მედია ლაბის“ ამოქმედება - ლაბორატორიის, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული მედიის მიმართულებით სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. ეს იქნება ადგილი, სადაც სტარტაპერებს, რომლებსაც ციფრული მედიის მიმართულებით საინტერესო და ინოვაციური იდეები ექნებათ, მიეცემათ დაფინანსება და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

ფიქსირებული და საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურების ხარჯი 8-ჯერ შეუმცირდათ. კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს მოუტანს სიკეთეს, რომელიც გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, ხარისხიან ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომ და კონკურენტულ ფასად მიიღებს.

2018 წელს კომისიამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ტარიფები განახევრდა, ხოლო 2019 წლიდან გლობალური ინტერნეტის საბითუმო ტარიფი - 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მობილური და ფიქსირებული სატელეფონო საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებითაც. LRIC-ის მოდელის მიხედვით, მოხდა მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი დანახარჯების გაანგარიშება, რის საფუძველზეც, მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფები 4-ჯერ შემცირდა.

2019 წელს კომისია მობილური ბაზრის ლიბერალიზაციის მიზნით, ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვებას გეგმავს. ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას მაქსიმალურად გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი, ის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. დღეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე ნაკლები კონკურენცია სწორედ მობილურ ხმოვან მომსახურეობაზეა და კომისია ამ საკითხს სწრაფად, ეფექტიანად და მომხმარებლების ინტერესების სასარგებლოდ გადაჭრის.

2019 წლის განმავლობაში კომისია ევროპულ ქვეყნებთან ერთად აქტიურად იმუშავებს მეხუთე თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის შემუშავებაზე.

მაისში კომისიამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის 19 ქვეყნის მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებს უმასპინძლა, კონფერენციის ძირითადი თემა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სწორედ 5G ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგიის ერთობლივად შემუშავება იყო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ წარმოჩინდა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ამ მიმართულებით, მოწინავე პოზიციები უკავია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე - http://gncc.ge/uploads/other/3/3706.pdf

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის