ახმეტელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ახმეტელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
21:59 29.05.2019
დიდუბის რაიონის გამგეობა ახმეტელის ქუჩისა და მიმდებარედ არსებული კორპუსების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ახორციელებს.

დაზიანებული ასფალტის საფარი მოწესრიგდა ახმეტელის ქუჩის N2-თან და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ კორპუსთან არსებულ გზის მონაკვეთზე და ტროტუარზე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ სამუშაოები 2165 კვ.მ ფართობზე განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 82 241 ლარი გამოიყო.

ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები ახმეტელის ქუჩის N10-ის მიმდებარედ მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ახმეტელის ქუჩაზე არსებული ტროტუარის დემონტაჟი განხორციელდება და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.


ბეჭდვა