„ინფორმაცია „ზაზა აბაშიძემ თსუ მეცნიერების საქმეზე აღიარა, რომ შემაჯამებელ ოქმს კომისიამ ხელი ქუჩაში
მოაწერა და კონკურსს თავად უწოდა „ვაკხანალია“ არის სრული დეზინფორმაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზანმიმართულად ახდენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“-ამის შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, სიტყვა „ვაკხანალია“ სწორედ უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იყო გამოყენებული და არა კონკურსის მსვლელობასთან მიმართებაში.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსის კანონიერების საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემ პატივისცემას ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლების შესარჩევი კონკურსში მონაწილე მეცნიერების მიმართ და მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის მედის საშუალებებს თავი შეიკავონ პროცესზე განხილული საკითხების არასწორი ინტერპრეტაციისგან, რათა სასამართლო გადაწყვეტილებამდე საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში“ - აცხადებს ზაზა აბაშიძე.