logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
სოფიო ხუნწარია მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
სოფიო ხუნწარია მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
19:16 29.05.2019
დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტს, ჰიუგო ზეტცერს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისის საგამომცემლო სფეროს მიღწევებსა და განვითარებაზე, დედაქალაქის კულტურულ ჰაბად ჩამოყალიბებაზე და მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, რომელსაც თბილისის მერია გეგმავს. მათ შორის, UNESCO World Book Capital-ის სააპლიკაციო პროცესზე, რომელიც 2021 წლისათვის თბილისს მსოფლიო წიგნის დედაქალაქად მოიაზრებს.

„თბილისი ამჟამად ორმოცზე მეტ საერთაშორისო ფესტივალსა და ღონისძიებას მასპინძლობს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ საერთაშორისო მნიშვნელობის აქტივობები და დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპის მთავარ კულტურულ პლატფორმად ვაქციოთ, რომელიც ვიზიტორებისთვის მრავალი მიმართულებით იქნება მომხიბვლელი. მულტიკულტურული, მრავალეროვანი თბილისი ზედმიწევნით მზადაა წიგნის დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერია - პროექტის მთავარი განმხორციელებელი, მთავრობასა და პარტნიორებთან ერთად, აბსოლუტურ მზაობას გამოთქვამს პროექტის განსახორციელებლად“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ჰიუგო ზეტცერი თბილისს წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვია და ხვალ ფესტივალის ოფიციალურ გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. წელს პირველად ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თბილისის მერიის სტენდი, ხოლო მთავარ სცენაზე მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაციები გაიმართება. მათ შორის, წარადგენენ თბილისზე შექმნილ ფოტოალბომს "მარტინ პარის თბილისი".

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე გვანცა ჯობავა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა