logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას ისტორიულად უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
ივანე მაჭავარიანი: სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას ისტორიულად უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
17:48 26.05.2019
სტეფანწმინდა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი კარიბჭეა და მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახილა რეგიონისა და აქ მაცხოვრებელთა ისტორიულ როლსა და მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის.

"თითოეული ქართველი ვალშია აქაურთა წინაშე, ვინც არ მიატოვა ეს ულამაზესი კუთხე, უძლებს ყველა გაჭირვებას, ბუნების სიმკაცრეს და ფხიზლად დარაჯობს ჩვენი ქვეყნის კარიბჭეს... მადლობა ამისთვის,’’ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

„მადლობა ჩვენს დღევანდელ მასპინძლებს, „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს და მათთან ერთად, ყველა მათ კოლეგას მთელ ქვეყანაში, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და განვითარებას. დღეს ჩვენი სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს არაერთ მათგანს. ვისურვებდი, რომ დღევანდელი მათი დაჯილდოება აღვიქვათ, როგორც დაფასება იმ ღირსებებისა, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის სამაგალითო უნდა იყოს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ამ წუთებში „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწვევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“.

2019 წელს დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა