logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა
ივანე მაჭავარიანი: თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა
17:10 26.05.2019
„თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და მადლობა გადაუხადა საზეიმო ღონისძიებაზე მობრძანებისთვის.

„დღეს, ყველა ერთად ქართული სახელმწიფოს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. გულითადად გილოცავთ ამ დღეს. ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოსა თუ უცხოეთში; მივესალმები და ვულოცავ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს, ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხს. მივესალმები უცხოელ მეგობრებს, პირველ რიგში, ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მუდმივი თანადგომა ჩვენთვის ძალზე ძვირფასია. ამ დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ წინაპრებს, ვინც თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების სიყვარულს; ქედს ვიხრით მათ წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო სამშობლოსთვის. ჩემთვის და სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის დიდი პატივია, რომ 26 მაისს სწორედ აქ, თქვენთან ერთად ვხვდებით და ქართული სახელმწიფოს სახელით გმასპინძლობთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას, მან ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენით, ქვეყანამ საბოლოოდ მოიპოვა შანსი გააგრძელოს ისტორიული გზა, რომელიც ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უკავშრდება.

,,თავისუფლების იდეალი შთააგონებდა ქართული კულტურის უდიდეს მოღვაწეებს, მათ შორის, ამ მიწის საამაყო შვილს, დიდ ალექსანდრე ყაზბეგს, ვისთვისაც, „თავისუფლება ყველაზედ უმაღლესი ჯილდო არის.

მეოთხედი საუკუნის წინ საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებით ჩვენ ხელახლა და საბოლოოდ მოვიპოვეთ შანსი, რომ გავაგრძელოთ ეს ისტორიული გზა, გავხდეთ თავისუფალ ადამიანთა თავისუფალი ქვეყანა, რათა ჩვენი ისტორიისა და კულტურის საკადრისი ადგილი დავიმკვიდროთ ევროპულ თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს აქ წარმოდგენილი პროექტებით გაგიზიაროთ ცოდნა ამ ისტორიისა და კულტურის შესახებ; ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ამ პროექტების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის; კიდევ ერთხელ გილოცავთ და კეთილდღეობას, მშვიდობასა და მუდმივ წინსვლას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენს სამშობლოს" - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ამ წუთებში „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწვევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“.

2019 წელს დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა