logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა, თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, დამოუკიდებელ ქვეყანაში
გიორგი გახარია: თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა, თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, დამოუკიდებელ ქვეყანაში
17:04 26.05.2019
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა.

გიორგი გახარიამ ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებთან 26 მაისს სამინისტროს მიერ ზუგდიდში დაგეგმილი ღონისძიებების სიმბოლურ მნიშვნელობაზე მიუთითა, განსაკუთრებით ქვეყნის ერთიანობის კონტექსტში.

„პირველ რიგში, გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. რა თქმა უნდა, 26 მაისი არის ის მიღწევა, რომლისთვისაც, ამ ქვეყნის თაობები იბრძოდნენ. სიმბოლურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეს ზეიმობს ზუგდიდში, რამეთუ, წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ერთიანი ქვეყნის გარეშე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ზუგდიდიდან, ისევე როგორც გორიდან, ეს აღქმა ამ დღის არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური.

პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საერთოდ მსოფლიო დემოკრატიისთვის. ეს იყო პირველი სოციალურ-დემოკრატიული მთავრობა, არჩევითი. დღეს სიმბოლური დღეა, რომ მაშინაც 26 მაისი იყო კვირა დღე და დღესაც გვაქვს კვირა დღე.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით სამეგრელოდან, 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც კიდევ უფრო გაძლიერდა ეს დამოუკიდებლობა და რომელმაც ახალი თანამედროვე იერსახე და ფერები შეიძინა. ის ადამიანები, რომლებმაც ამ დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს, ზვიად გამსახურდია და რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავა.

ჩვენთვის, სამეგრელოში ამ დღის აღნიშვნა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად სიმბოლური და ჩვენ გვინდა, ყველამ ერთად დამოუკიდებლობა ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ თავისუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უდიდესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ზუგდიდში გამართა ღონისძიებები. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილი არის სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი - ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც გამოფენილია მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ. ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდა სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ სიმბოლურად ხელი მოაწერონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის