ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
15:41 26.05.2019
ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი და დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ამის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა პირები სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ, სადაც მოსწავლეებმა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თემატური ნახატები შექმნეს.

სტუმრებს ასევე უმასპინძლა ოკუპაციის მუზეუმმა, სადაც წარმოდგენილი იყო ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ამსახველი ფოტომასალა.

დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა ასევე სპორტულ ცენტრში.

ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
ბეჭდვა