logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო ასე ახლოს რომ არის ევროპასთან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც არ შეგუებიან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას
დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო ასე ახლოს რომ არის ევროპასთან, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც არ შეგუებიან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას
15:38 26.05.2019
2019 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს თავმჯდომარემ, ოთარ ზურაბიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მემორიალის გახსნის მნიშვნელობას და ისაუბრა პოლიტიკური ემიგრაციის ღვაწლზე. დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის დასრულებული, სანამ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია.

„ჩვენ რა თქმა უნდა ამ მემორიალით პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, პირველ რიგში პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც არ შეგუებიან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ემიგრაციის პირობებში განაგრძობდნენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. დღეს რომ საქართველო ასე ახლოს არის ევროპასთან სწორედ მათი დამსახურება” - განაცხადა ზალკალიანმა

მისი თქმით ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება.

“რა თქმა უნდა ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის დასრულებული, სანამ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული . ამიტომ ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკნ სვლას და ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად დიდი იმედი გაქვს, ჩვენი სათვისტომოების, რადგანაც მათი ხმა და მათი აქტივობა მსოფლიოსო სხვადასხვა კუთხეში უაღრესად მნიშვნელოვანია“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ქანდაკება 1921 წელს ემიგრირებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებულმა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომომ, ქალაქ თბილისს საჩუქრად გადასცა. ქანდაკების აღმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის