რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა
რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა
21:01 25.05.2019
ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს საზეიმოდ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - დავით სოლომონია და ბიბლიოთეკის დირექტორი ფრანსიშკუ გომეშ დაკოშტა.

არნიშნული ბიბლიოთეკა პორტუგალიურენოვან სამყაროში უძველესია და ამასთან, უმთავრეს საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის მასშტაბით.

საგულისხმოა, რომ ნებისმიერი მოვლენა, რომელიც უკავშირდება ამ ინსტიტუციას, მყისვე ხდება ხელმისაწვდომი ლუზოფონური სამყაროს აკადემიური წრეებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის.

ბეჭდვა