logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო
კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო
16:13 25.05.2019
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დიპლომატებთან და მერის მოადგილეებთან ერთად დარგო.

„მწვანე სივრცეების არსებობა, გამწვანება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ეს არის ახალი სკვერებისა და პარკების მოწყობა, ასევე, არსებული პარკების რეაბილიტაცია. ამჟამად კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობის გამწვანების სამუშოები მიმდინარეობს. დაახლოებით, შვიდი ათასზე მეტი ძირი ხე ირგვება, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად, ახალგაზრდობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან ჩართულები. პირობას გაძლევთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქში მწვანე ნარგავების დარგვის და გამწვანების აქციაში ჩართვის მნიშვნელობაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმაც ისაუბრა.

„ხეების დარგვის პროცესში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე. გვჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სურვილის სიმბოლოა, რომელიც თბილისის გამწვანებას ეხება. დარწმუნებული ვარ, ქალაქში უფრო მეტი გამწვანებული სივრცე შეიქმნება. აღნიშნული აქცია ასევე, ახალი ნარგავების გაშენების სიმბოლოა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიხილავთ. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღევანდელი აქციით, კუს ტბის მიმდებარედ არსებულ ფერდობზე დაახლოებით, 1000-მდე ნერგი დაირგო. ერთი კვირის განმავლობაში კი სულ 6,9 ჰექტარზე, ჯამში 7 600 სხვადასხვა ჯიშის და სახეობის ნერგი დაირგვება. მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, იფანი (ჩვეულებრივი), ელდარის ფიჭვი, ასევე, გზის ნაპირებზე - ჰიმალაის კედარი. გამწვანების სამუშაოების მიზანი ტყის აღდგენის გზით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშეწყობაა. ნერგების მოვლა-პატრონობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოეწყობა.

გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერთან ერთად, მონაწილეობდნენ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, "ეკოსერვის ჯგუფის", ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები; ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, კულტურის სფეროს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის