მამუკა ბახტაძე ჭიათურაში გაფიცვაზე: მინდა ვთხოვო ორივე მხარეს, ინტენსიური დიალოგის შედეგად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე
მამუკა ბახტაძე ჭიათურაში გაფიცვაზე: მინდა ვთხოვო ორივე მხარეს, ინტენსიური დიალოგის შედეგად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე
17:56 23.05.2019
ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნებს ისეთ საკითხებში როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, კვება, ადგილზე სამედიცინო დახმარება და სხვა საკითხები" - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მოუწოდა მაღაროელებსა და კომპანიას ინტენსიური დიალოგებისკენ.

"ვიცი რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე" - განაცხადა მტავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ჭიათურის საწარმო საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მან სრულფასოვნად უნდა იმუშაოს.

"ეს არის სისტემური მნიშვნელობის საწარმო ჩვენი ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი" - განაცხადა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს.
ბეჭდვა