logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
წყალტუბოსა და ტყიბულში ელექტრონული საპილოტე ხმის მიცემა წესების დაცვით მიმდინარეობს
წყალტუბოსა და ტყიბულში ელექტრონული საპილოტე ხმის მიცემა წესების დაცვით მიმდინარეობს
12:08 19.05.2019
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2019 წლის 1 9 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 12 ოლქში 120 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება.

CDD სადამკვირვებლო მისიით წარმოდგენილია 19 მაისის არჩევნებისთვის მოქმედ
ყველა ოლქში.

CDD-ის სადამკვირვებლო მისია აკვირდება, როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის
დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას. აგრეთვე CDD სრულად დააკვირდება წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე საპილოტე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურას. აღნიშნულ ოლქებში, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პილოტურად გამოიყენება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი ხმას აძლევს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით.

11 საათისათვის სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების შედეგები შემდეგნაირია:

უბნის გახსნამდე დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, მათ შორის: წილისყრის
პროცედურის არასათანადო შესრულება, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება.

საარჩევნო უბნის გახსნა: რამდენიმე საარჩევნო უბანი გაიხსნა დაგვიანებით (მარნეულის, ზუგდიდისა და ოზურგეთის ოლქებში);

წყალტუბოსა და ტყიბულის ოლქებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ელექტრონული საპილოტე ხმის მიცემა მიმდინარეობს ზოგადად მშვიდ გარემოში და წესების დაცვით.

დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება დაფიქსირდა N67 ზუგდიდის ოლქის N9 უბანზე, სადაც უბნის თავმჯდომარე დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს უკრძალავდა ვიდეო და ფოტო გადაღებას. აღნიშნული უბნის მიმდებარედ ჟურნალისტზე განხორციელდა ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც პოლიციამ მოახდინა სწრაფი რეაგირება.

CDD-ის ინფორმაციით, ხალხმრავლობაა საარჩევნო უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რის გამოც ფერხდება პროცედურები (განსაკუთრებით ზუგდიდსა და მარნეულში). მაღალი პოლიტიკური ინტერესისა და ზოგადი დაძაბულობის ნიადაგზე, ხალხმრავლობა იწვევს შელაპარაკებას ჩართულ მხარეებს შორის. მნიშვნელოვანია ჩართულმა მხარეებმა უზრუნველყონ პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა, რათა ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი და საარჩევნო ადმინისტრაციამ შეძლოს კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ჯეროვანი შესრულება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის