logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი გენდერული თანასწორობის კუთხით გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე სტუდენტებს ესაუბრა
თამარ ჩუგოშვილი გენდერული თანასწორობის კუთხით გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე სტუდენტებს ესაუბრა
16:51 16.05.2019
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოსთავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის" ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მსჯელობა გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანთან -"გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება" მიმართებით.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაფასა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს რა დამოკიდებულება გაქვთ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ თქვენ უფრო განსაზღვრავთ მომავალში როგორი იქნება საზოგადოების განწყობა, ვიდრე პოლიტიკოსები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება გაამახვილა: სელექციურ აბორტებზე (გენდერული სელექცია), საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში გენდერულ თანასწორობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ეკონომიკური ჩართულობის კუთხით არსებულ პრობლემებზე და მამაკაცისა და ქალის ანაზღაურებას შორის განსხვავებაზე, ქალთა თანაბარ პოლიტიკურ მონაწილეობაზე, მემკვიდრეობით ქონების მიღებისას არსებულ დისკრიმინაციულ მიდგომებზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუდენტებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო.

"წინა მოწვევის პარლამენტებშიც არსებობდა გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა ამ მოწვევის პარლამენტში საბჭოს საქმიანობა ყველაზე აქტიური და შედეგიანია იმიტომ, რომ საბჭო ძალიან მონდომებულია, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ და შევძლოთ უფრო თანასწორი და სამართლიანი საზოგადოება შევქმნათ მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა პარლამენტის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით მთავარი საერთაშორისო დოკუმენტის - "სტამბოლის კონვენციის" რატიფიცირების მნიშვნელობაზე და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ასევე დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას და პროგრესს ფემიციდთან ბრძოლის მიმართულებით.

"სახელმწიფომ დაიწყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოყენება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე. შესაბამისად, ქალებს გაუჩნდათ უფრო მეტად ნდობა და განცდა, რომ თუკი ისინი ასეთი ძალადობის ქვეშ იმყოფებიან, შეუძლიათ ენდონ და პოლიციას მიმართონ. ამან გამოიწვია ფემიციდის რიცხვის მნიშვნელოვნად, დაახლოებით 5-ჯერ შემცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია",- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, თემატური მოკვლევის ფარგლებში, ყურადღება ეთმობა ქალებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის საკითხს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა გენდერული კვოტირების საკითხზე და ამ მიმართულებით გენდერული თანასწორობის საბჭოს სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის ბოლოს თამარ ჩუგოშვილმა სტუდენტებს შეკითხვებსაც უპასუხა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა