logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ევროპის ფონდმა შშმ პირებთან მიმართებაში ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა
ევროპის ფონდმა შშმ პირებთან მიმართებაში ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა
16:47 16.05.2019
სახელმწიფოს მიერ დახარჯული სახსრები შშმ პირთა რეალური ინტეგრაციისთვის სასურველ შედეგს არ იძლევა - ეს გამოიკვეთა ბიუჯეტის კვლევის ანგარიშში, რომელიც დღეს ევროპის ფონდმა წარმოადგინა.

ანგარიში ფონდის მიერ მოწვეულმა კონსულტანტმა ალექს კოტემ, ექსპერტ მიხეილ კუკავასთან ერთად მოამზადა. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა საქართველოს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტი შშმ თემის საჭიროებებთან მიმართებაში. დოკუმენტში გამოწვევად მიჩნეულია ორი პრობლემა:

• ბიუჯეტირების პრაქტიკა არ ეფუძნება შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას

• ბიუჯეტირების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ნაკლებად არიან ჩართული

ანგარიშის მიხედვით, ეროვნულ დონეზე სსო ორგანიზაციების ჩართულობა ბიუჯეტირებაში არ არის სწორად რეგულირებული და კომპეტენტურ ორგანიზაციებს არ ეძლევათ საშუალება ჩაერთონ შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავებაში. შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტი ვერ პასუხობს ამა თუ იმ თემის რეალურ საჭიროებებს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წელიწადში დაახლოებით 212 მილიონ ლარს ხარჯავს შშმ პირთა საჭიროებებზე, ეს თანხა ხმარდება ძირითადად სოციალურ დახმარებებს და არ არის ორიენტირებული შშმ პირთათვის აუცილებელი სოციალური პროგრამების შემუშავება/დაფინანსებაზე, რის გამოც ვერ ხდება შშმ პირთა სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.
კვლევაში მითითებულია, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი და გრძელვადიანი ხედვა შშმ პირთა ინკლუზიის გაუმჯობესების კუთხით.

"2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 324,000 შშმ პირია აღრიცხული (მოსახლეობის 8%). მათგან 123,957 ადამიანი სარგებლობს უნარშეზღუდულის სტატუსით და სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას. შშმ პირთა საჭიროებებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის 2018 წლის ხარჯების 93%-ს შეადგენს სოციალური შემწეობები და მხოლოდ 7% იხარჯება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამებზე,"- ნათქვამია ანგარიშში.
კვლევის რეკომენდაციაა, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფომ, გაეროს შშმ პირთა კონვენციაზე დაყრდნობით, იხელმძღვანელოს შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების პრინციპით, ასევე უზრულველყოს შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა ბიუჯეტირების პროცესში და ხოლო მეორე მხრივ, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა შეძლონ არსებული ბიუჯეტის ანალიზი და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების ადვოკატირება.

ევროპის ფონდი თანამონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხებზე, 2014 წლიდან მუშაობს. ანგარიში ემსახურება საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით.

"ევროპის ფონდის მიზანია, საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი კომპეტენცია შეიძინონ საჯარო ფინანსების ეფექტურად მართვის მექანიზმების შესახებ და მომავალში თავად გაწიონ ადვოკატირება ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის, რათა ქვეყნის ბიუჯეტმა რეალურად ასახოს მათი საჭიროებები, ინტერესები და უფლებები", - განაცხადა ევროპის ფონდის პრეზიდენტმა, ქეთევან ვაშაკიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის