logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
გლდანის რაიონში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
გლდანის რაიონში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება
11:29 16.05.2019
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელ, ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის შედეგად, 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები შეცვალა და LED განათების სისტემა დაამონტაჟა.

„ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, დამონტაჟდა LED სანათები. გზის რეაბილიტაცია 5 000 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდა და გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და ჭადრის 40 ნერგი დაირგო.

„მორის ფოცხიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. 5 000 კვ. მეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო ახალი ტროტუარი და ბორდიური. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური განათების ქსელი დამონტაჟდა. ასევე, მიწისქვეშ განთავსდა კომუნიკაციები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. მომავალში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, როგორც საქალაქო სამსახურის, ასევე, გამგეობების მიერ“ - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო.

ფოცხიშვილის ქუჩაზე ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ოგბაიძე იმყოფებოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის