logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი გაიხსნა
თბილისში ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი გაიხსნა
11:03 16.05.2019
საბურთალოს რაიონში ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკი (ე.წ „წითელი ბაღი“) საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძე მოადგილეებთან და საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად დაესწრო.

დედაქალაქის მერმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, საბურთალოს ამ ლამაზი პარკიდან მივესალმო თბილისს და სრულიად საქართველოს. დღეს ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ. მიხარია, რომ შევძელით და თბილისს, საბურთალოს ვაჩუქეთ ეს ლამაზი სივრცე. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ და დღეს როგორი მოვლილი, გალამაზებულია. არ იფიქროთ, ამ ყველაფერს ერთი ადამიანი, კახი კალაძე აკეთებს. ჩემს უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად, შემიძლია გულწრფელად ვთქვა, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს უფრო ლამაზი, უფრო მოწესრიგებული, მეტად გამართული ინფრასტრუქტურით, ძალიან ბევრი მწვანე სივრცით. ჩემს თანამშრომლებს ყოველთვის ვეუბნები და ახლაც გავიმეორებ - არა აქვს მნიშვნელობა რა სფეროში საქმიანობ, რა მიმართულებით მუშაობ, წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც შენი ყოველდღიური შრომით აბედნიერებ სხვებს. ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ გავაბედნიეროთ ჩვენი მოქალაქეები. მჯერა, ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით. საზოგადოების თანადგომას ძალიან ვაფასებთ, ძალიან ვუფრთხილდებით“ - განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებული პარკი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. კონცერტის სპეციალური სტუმარი იყო ნანი ბრეგვაძე, რომელმაც ერთი ნომერი სტეფანესთან ერთად შეასრულა.

ვასო გოძიაშვილის სახელობის განახლებული პარკის გახსნას საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის („წითელი ბაღი“) რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 2,5 მილიონ ლარამდე შეადგინა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ,,დეკის’’ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. სრულად შეიცვალა საპარკე ავეჯი და დამატებით განთავსდა სეპარირების ურნები, ასევე, მოეწყო ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, სარწყავი სისტემა და განათება. დაითესა ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ბუჩქები და ხეები, მათ შორის: ფოტინია, სურნელოვანი ოსმანთუსი, მარადმწვანე ძახველი, ლელანდიის კვიპაროსი, არღავანი, იაპონური სოფორა, ნეკერჩხალი. პარკის გარშემო კი მოეწყო დაახლოებით 700-მეტრიანი საველოსიპედე ბილიკი. გარდა ამისა, ბაღში დაიდგა საინფორმაციო დაფა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია ნიადაგში მოხვედრილი ნარჩენის სრულად დაშლის პერიოდის შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის