logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
„ვენდის“ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა
„ვენდის“ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა
13:41 15.05.2019
„ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში პიცის გაყიდვებმა დაგეგმილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ „ვისოლ ჯგუფმა“ ბიზნესის დივერსიფიკაცია განაგრძო და პიცერიების ქსელის შექმნა დაიწყო.

საქართველოს „ვენდის“ რესტორნებში „ვენდის“ პიცის კუთხეების გაყიდვების მაჩვენებელი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ გარდა „ვენდის“ ექვსი რესტორნისა, სადაც მომხმარებელს უკვე შეუძლია უგემრიელესი პიცების დაგემოვნება, მომავალი ერთი თვის განმავლობაში „ვისოლ ჯგუფი“ პიცის კუთხეებს „ვენდის“ კიდევ სამ რესტორანში შექმნის.


„სულ ორი-სამი თვის წინათ დავიწყეთ ახალი ინოვაციური პროექტი: „ვენდის“ რესტორნებში პიცის კუთხეების შექმნა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის უგემრიელესი პიცის შეთავაზება. ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეს პროექტი კიდევ ერთი უნიკალური პროექტია „ვენდის“ სისტემაში და უნიკალურია მსოფლიო მასშტაბითაც. „ვენდის“ რესტორნებში ამ ეტაპზე პიცა მხოლოდ საქართველოში იყიდება, თუმცა, როგორც ჩვენს ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლოა, საქართველოში შექმნილი წარმატებული პროექტი სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს. შედეგი მართლაც საინტერესოა: დღესდღეობით „ვენდის“ პიცის კუთხეები „ვენდის“ ექვს სხვადასხვა რესტორანში ფუნქციონირებს და გაყიდვების მაჩვენებლები ყველგან აღემატება დაგეგმილ პარამეტრებს. ამან, ბუნებრივია, ახალი მომხმარებელი შეგვძინა და გაზრდილმა შემოსავლებმა დადებითად იმოქმედა რესტორნების მომგებიანობის შემდგომ ზრდაზე“, – აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.


საწყის ეტაპზე „ვენდი“ ხუთი სახეობის პიცას სთავაზობდა მომხმარებლებს: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. რამდენიმე კვირის წინ პიცის ასორტიმენტს კიდევ ორი ახალი პიცა დაემატა: ბელისიმო და კაპრიჩოზა. „ვენდის“ პიცა მზადდება მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებისგან, ესენია: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის იტალიური სოუსი, ყველი პარმეზანი და ყველი გორგონძოლა. პიცის ზომა უნიფიცირებულია, საშუალო (დიამეტრი – 33სმ) და ყველა სახეობის პიცის ფასი იდენტურია: 11.40 ლარი. პიცების დაგემოვნება, გარდა „ვენდის“ რესტორნებისა, ნებისმიერ სასურველ ადგილასაა შესაძლებელი menu.ge და Glovo-ს მიტანის სერვისის მეშვეობით.


„მიღწეული შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს გამორჩეულად გემრიელი პიცის დაგემოვნება „ვენდის“ კიდევ სამ რესტორანში შეეძლებათ. წლის ბოლომდე, ასევე, დავამატებთ რამდენიმე ახალ ლოკაციას, სადაც „ვენდის“ პიცის მირთმევა იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს გიორგი მშვილდაძე.


თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნაპოლიდან. ნაპოლი იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც დაიწყო პიცერიების ქსელის განვითარება.


„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის