logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერი მოსახლეობას გოძიაშვილის პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
თბილისის მერი მოსახლეობას გოძიაშვილის პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
13:22 15.05.2019
ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი,ე.წ. წითელი ბაღიდღეს საზეიმოდ გაიხსნება, -ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ.

„ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და სამუშაოები უკვე დასრულებულია. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და რეაბილიტირებული პარკი დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზი გამოვიდა. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის ორი საბავშვო მოედანი მოეწყო, ძაღლებისთვის გამოყოფილია კონკრეტული ადგილები. ასევე, არის სასეირნო და სარბენი ბილიკები. ყოველ საღამოს, რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, პარკი სავსეა სხვადასხვა ასაკის ადამიანებით - სეირნობენ, დარბიან ან ბავშვებს ასეირნებენ. ეს გარემო, სიტუაცია მართლაც ულამაზესია. ასეთი თბილისი, ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული იქნება თავისი ინფრასტრუქტურით. მჯერა, რომ ჩვენი შრომით, ძალისხმევით ამას მივაღწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პარკი საზეიმოდ დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება. ასევე, გაიმართება სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი. ამასთან, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ნანი ბრეგვაძე იქნება.

კახა კალაძემ დედაქალაქში სხვა პარკების რეაბილიტაციის პროექტების შესახებაც ისაუბრა.

„სწორედ ასეთი პარკების მოწყობა გვსურს ქალაქში. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული. ეს არის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, უახლოეს პერიოდში კი ვაკის პარკზე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ასევე, ვიწყებთ დიღმის ჭალების 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკის გაშენებას. ჩვენი მთავარი გამოწვევა არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება და მოწესრიგებაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა ეს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გოძიაშვილის სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი შეადგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა