logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: რეფორმის ფარგლებში დადგენილი შეღავათებით უფრო მეტი ტაქსის მძღოლი ისარგებლებს
კახა კალაძე: რეფორმის ფარგლებში დადგენილი შეღავათებით უფრო მეტი ტაქსის მძღოლი ისარგებლებს
12:49 15.05.2019
ტაქსების რეფორმის ფარგლებში იმ პირთა წრე იზრდება, რომლებსაც შეუძლიათ, ვაუჩერული დაფინანსებით ისარგებლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ტაქსების რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ რეგულაციებში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს.

„ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით. ჩვენს რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ნებართვა, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც, ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობდნენ. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება SMS კომუნიკაცია, დაბეჭდილილია შესაბამისი ფლაერები, რომლებიც ტაქსის მძღოლებს მომდევნო დღეების განმავლობაში დაურიგდება, რათა ამ გადაწყვეტილებებზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისა და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერები, პირველი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათი დაიშვა 11 ოქტომბრიდან პირველი იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვის მფლობელებზე. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ, თუმცა თუ ეს პირები არაუმეტეს 15 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებებს ფლობენ, ისინი ასევე, შეძლებენ ვაუჩერების მიღებას.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მძღოლების დიდი ნაწილი, რომელთაც ავტომობილი გამოცვალეს, უკმაყოფილო რჩებოდა, ხოლო ამ ცვლილებებით და რეგულაციების გამარტივებით მათ ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააცნო.

„გარდა ამისა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თქვენ იცით, რომ ექსკლუზიურად A კატეგორიის ტაქსებისთვის გამოვყავით უფასო საპარკინგე ადგილები. გუშინ ტაქსის მფლობელების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრისას მათ წარმოადგინეს დამატებით 14 მისამართი, 34 საპარკინგე ადგილზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ A კატეგორიის ლიცენზიის მქონდე ტაქსებისთვის აღნიშნულ მისამართებზე პარკინგი დაემატოს. საერთო ჯამში, ამეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით, უკვე 437 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობს.

„ამ რეგულაციებით ეს რეფორმა არ სრულდება. მომდევნო თვეების განმავლობაში შემოვა სიახლეები და რა თქმა უნდა, სრულ ინმფორმაციას მივაწვდით, როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე, მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ზოგადად, ტრანსპორტი და განსაკუთრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის