logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში, ქართული საგალერეო დიზაინ-ობიექტების დამკვიდრებისა და განვითარების პლატფორმა იქმნება
Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში, ქართული საგალერეო დიზაინ-ობიექტების დამკვიდრებისა და განვითარების პლატფორმა იქმნება
17:32 14.05.2019
15 მაისს, საქართველოში პროდუქტ დიზაინის, როგორც სამრეწველო დიზაინის ერთ-ერთი მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, Tbilisi Art Fair (TAF 2019)-ის ფარგლებში, საგალერეო დიზაინ-ობიექტების გამოფენა იხსნება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 19 მაისამდე გასტანს.

გამოფენა „დიზაინ ჯორჯია“-ს ბრენდის ქვეშ წარიმართება და მისი მხარდამჭერებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი, რომელსაც GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს და ქართული ავეჯის კლასტერი.

აღნიშნული გამოფენის TAF-ის ფარგლებში მოწყობა ქართული საგალერეო და საკოლექციო დიზაინ-ობიექტების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას იძლევა. თანამედროვე ხელოვნების ეს საერთაშორისო ბაზრობა დამწყებ სახელოვნებო სცენებზეა ფოკუსირებული. ის თავს უყრის კოლექციონერებს, კურატორებს, ხელოვნების პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და აცნობს მათ შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების რეგიონებში მოღვაწე ხელოვანებსა და გალერეებს.

პროდუქტ დიზაინი საქართველოში მსოფლიო ტენდენციების შესაბამისად ვითარდება, თუმცა აუცილებელია ქვეყანაში დარგის ცნობადობის გაზრდა, პოპულარიზაცია, სახელოვნებო საზოგადოების მიერ ქართული პროდუქტ დიზაინის ხელოვნების დარგად აღიარება.

გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ქართული ავეჯის კლასტერში გაერთიანებული ოთხი დიზაინ-სტუდია, ისე სპეციალურად ამ გამოფენისთვის კონკურსის გზით შერჩეული მონაწილეები. კონკურსი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თაოსნობითა და ქართული ავეჯის კლასტერის ჩართულობით მოეწყო და აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები ამ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.

„დიზაინ ჯორჯია“-ს ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზით შექმნილი ავეჯი, განათება და ინტერიერის აქსესუარები დამთვალიერებელს ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კავშირის დანახვის შასაძლებლობას მისცემს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის