საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საჯარო მოხელეების სწავლებასა
და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეკრება.
ღონისძება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა, მიზნად ისახავდა სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის გაცნობას, ინფორმაციის გაზიარებას და სასწავლო პრეცესების უკეთ დაგეგმვისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის, კონულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის, GIPA - საჯარო მმართველობის სკოლის, საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა.