logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თემატური მოკვლევის ჯგუფმა  „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ ზეპირი მოსმენა ჩაატარა
თემატური მოკვლევის ჯგუფმა „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ ზეპირი მოსმენა ჩაატარა
18:09 10.05.2019
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფი - "სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა", რომლის მთავარი მომხსენებელია საბჭოს წევრი ნინო წილოსანი, სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების მოსმენას განაგრძობს.

დღეს, თემატური მოკვლევის ჯგუფმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს მოუსმინა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პროგრამაში ძალიან კარგად არის გაწერილი და მითითებული კონკრეტული პროცენტული კვოტირება, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად მაღალი იყოს ქალთა მონაწილეობა ამ პროგრამებში, იმისთვის, რომ მათ მიერ მიღებული დაფინანსება და მათ მიერ წამოწყებული საქმიანობა იყოს უფრო მდგრადი. რადგან პროგრამის მიზანი არის ეკონომიკური აქტივობის გაზრდა და მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურება. კარგად მომზადებული ბენეფიციარების მიღება ერთ-ერთი წინაპირობა უნდა იყოს და ამ ყველაფრისთვის თქვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იქნება გადამწყვეტი", - მიმართა ნინო წილოსანმა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს.

მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა გაეროს ქალთა ფონდს თანამშრომლობისთვის და თემატური ჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელთა განხორციელებას სააგენტო აღნიშნული მიმართულებით უახლოეს პერიოდში გეგმავს. მისი თქმით, მზადდება ცალკე პროგრამები ქალი მეწარმეებისთვის.

მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა სააგენტოს საქმიანობაზე, სტრუქტურაზე და სპეციფიკაზე და გამოხატა საკუთარი თვალსაზრისი, არგუმენტები და შეთავაზებები ქალთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელიც ამ მიზნით უკვე განხორციელდა და აღნიშნა, რომ 2017 წელს ქალების ჩართულობის მაჩვენებელი სააგენტოს პროგრამებში 17 %,-ს 2018 წელს კი 45%-ს შეადგენდა.

"ყველა ახალი ინიციატივა ეფუძნება უკვე განხორციელებული ინიციატივების კვლევას. ჩვენ ახლა აქტიურად ვახორციელებთ ანალიზს, რომელიც დაგვანახებს თუ როგორ იმუშავა და რა მიზანს მოემსახურა ესა თუ ის პროგრამა", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. მისივე თქმით, ქალთა ხელშეწყობის გაზრდის შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით იდეალური ბალანსი იქნება მიღწეული.

შეხვედრაზე, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს თემატური ჯგუფის წევრებმა. წარმოდგენილი იყო კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი სუბიექტის მიმართ. მომხსენებელმა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო წილოსანმა და ჯგუფის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა მიიღეს.

"იმისთვის, რომ ეს პროგრამები იყოს მდგრადი, საჭიროა პროგრამის მონაწილეებს გზადაგზა მაინც ეხმარებოდეს სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც ეკონომიკური კომპონენტია, სოციალურთან ერთად", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფომ განათლების, შესყიდვების და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების მიმართულებით უნდა განახორციელოს პროექტის მონაწილეების დახმარება.

თემატური მოკვლევის ჯგუფი - "სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა" მორიგ ზეპირ მოსმენას 14 მაისს გამართავს. აღნიშნულით, ზეპირი მოსმენების ნაწილი დასრულდება და თემატური მოკვლევის ჯგუფი მუშაობას რეკომენდაციების ნაწილზე დაიწყებს. 10 ივნისისთვის კი ჯგუფი დასკვნას წარადგენს, რომლის შესრულებაზე კონტროლსაც პარლამენტი ზედამხედველობის ფარგლებში განახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თემატურ მოკვლევებს ახორციელებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის