logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
13:56 10.05.2019
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, კოსტავას ქ. N71-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ჩატარებული სამუშაოები თბილისის მერს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ გააცნო.

კოსტავას N71-ში გამგეობამ ათი ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და მის ნაცვლად, გამწვანებული ტერიტორია მოაწყო. დაინტერესებული საზოგადოებისთვის სკვერის პირვანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოებიც იყო წარმოდგენილი.

"სპორტის სასახლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, სადაც ავტოფარეხები იდგა, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ავტოფარეხების დემონტაჟის შემთხვევაში, სკვერებს და სპორტულ მოედნებს მოვაწყობდით. ამ შემთხვევაშიც, მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და უსახური ავტოფარეხები ავიღეთ. მათ ადგილას მოეწყო სკვერი, სადაც ადგილობრივებთან ერთად, დედაქალაქის სხვა მცხოვრებლებიც დაისვენებენ. ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველთვის ასეთი მიდგომა გვექნება, როდესაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება და გამგეობა ან მერია მსგავს სივრცეებს მოაწყობს", - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის შედეგად, 2 000 კვ.მ ფართობზე საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები და LED განათების სისტემა მოეწყო. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია ცოცხალი ღობით შემოისაზღვრა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, 16 სახეობის 800-მდე მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა.

საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები კომპანია "გრინსერვის+"-მა აწარმოა. პროექტის ღირებულება 293 661 ლარს შეადგენს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის